"მილანი" "ზალცბურგის" ნახევარმცველით დაინტერესდა

AutoSharing Option
"რედ ბულ ზალცბურგის" 19 წლის ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი, შესაძლოა, "მილანში" ვიხილოთ.

Calcio Mercato-ს ცნობით, იტალიური გუნდები დომინიკზე ნამდვილ ნადირობას აცხადებენ. დომიკის სამსახურით ასევე დაინტერესებულნი არიან: ტურინის "იუვენტუსი" და "ლაციო".

სობოსლაი "ზალცბურგში" 2018 წლის იანვრიდან გამოდის. მან 50 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 29 მატჩიდან 4 გოლი და ასისტია. უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში 8 შეხვედრა გამართა, სადაც ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული