პედრო შეიძლება "ლაციოში" გადავიდეს

AutoSharing Option
ნახევარმცველ პედროს "ჩელსისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, დარჩენას არ აპირებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, 32 წლის პედროს სამსახურით "ლაციო" დაინტერესდა, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.

ამას გარდა, "ლაციო" "არისტოკრატების" კიდევ ერთი ფეხბურთელის, თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტი იქნება.

ერთადერთი პრობლემა მათი გადაბირებისა შეიძლება კორონავირუსი გახდეს, რადგან არაა გამორიცხული, ფეხბურთელებმა კარიერის იტალიაში გაგრძელება არ მოისურვონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული