კრიზისის დროს "ლაციოს" დიდი ფულის შოვნა მოუნდა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, რომის "ლაციო" მზად არის ცენტრფორვარდ ჩირო იმობილეს შეელიოს, ოღონდ ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, იმობილეთი დაინტერესებულ "ნაპოლისა" და "ევერტონს" იმობილეს ფასი ამცნო, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს. იმობილე იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია, 26 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

აქამდე იმობილე ტურინის "იუვენტუსის", "სიენას", "ჯენოას", "ტორინოს", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიას" რიგებში თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში იმობილეს 39 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 10 გოლის გატანა მოახერხა.

alt"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს

დაუპირისპირდნენ

alt"ბარსელონა" "ლაციოს" მცველში 40 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა მცველს წასვლა არ უნდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
გელა ნუგზარაშვილიც წავიდა ლაციოდან
5
ეს ვიღაცა სულ ნუგზარაშვილზე წერს. ეს არც ხუმრობაა, კაცსაც ვერ გააცინებს. ვერ გავიგე, ამის დამწერი რა სიამოვნებას იღებს? ნეტა, ერთი ეს მანახა და მაგის ტვინში ჩამახედა. მეტი გასართობი ვერაფერი ნახე? ზოგიერთის იძულების წესით მკურნალობაა საჭირო, მაგრამ ვინაა პატრონი, ახლა ხომ ფსიქიატრიულები ფასიანია და იქცევენ გარეთ მყოფები ასეთი რამეებით თავს.
ლერი
23:32 03-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული