მარტინესის აგენტი: ლაუტაროს არასდროს უთქვამს, რომ "რეალი" არ მოსწონს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მილანის "ინტერის" შემტევ ლაუტარო მარტინესს ძალიან ხშირად აკავშირებენ "ბარსელონასთან", სატრანსფერო ბაზრის განახლების შემდეგ მისთვის ბრძოლაში ჩართვას მადრიდის "რეალიც" აპირებს.

აქამდე დაწერილა, რომ მარტინესს "ბლანკოსის" მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა და ამაზე წარსულში ისაუბრა, თუმცა მისი აგენტი ამას უარყოფს.

"მას არასდროს უთქვამს, რომ მადრიდის "რეალი" არ მოსწონდა. უბრალოდ მაშინ "რასინგში" წარმატებით თამაში სურდა. ამასთანავე, ლაუტისთვის დიდი კომპლიმენტია, როცა მას მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან აკავშირებენ.

ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტინესს მილანის "ინტერთან"
5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და პრესაში დაწერილი ახალი ამბები ჯერჯერობით მხოლოდ პრესის აზრებია", - განაცხადა ბეტო იაგემ Mundo Deportivo-სთან საუბარში.

სავარაუდოდ, ლაუტარო მარტინესი მორიგი დიდი ტრანსფერის მონაწილე ადრე თუ გვიან მაინც გახდება, თუმცა მის ღირსებებზე საუბრის შემდეგ ლიონელ მესიმ მარტინესს "ბარსელონაში" გადასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაუტარო სერიოზული ფორვარდია. იმედია რეალში გადავა
მხარს ვუჭერ გელა ნუგზარაშვილს
18:47 10-04-2020
0

სიახლეები პოპულარული