ჯანლუკა ვიალი კიბოსგან განიკურნა

AutoSharing Option
"იუვენტუსის", "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, 55 წლის ჯანლუკა ვიალიმ კიბოსთან ბრძოლაზე ისაუბრა. მას ონკოლოგიური  დაავადების დიაგნოზი 2 წლის წინ დაუსვეს.

"მე კარგად ვარ. დეკემბერში ქიმიოთერაპიის ჩვიდმეტთვიანი კურსი დავასრულე: ერთი ცხრათვიანი, მეორე კი - რვათვიანი. ეს თვით ჩემნაირი ძლიერი ადამიანისთვისაც კი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად რთული იყო.

ტესტებმა დაავადების არავითარი ნიშანი არ გამოავლინა. მე ბედნიერი ვარ, თუმცა ამაზე საკუთარ თავსაც ჩურჩულით ველაპარაკები.

გამოვჯანმრთელდი და კვლავ შემიძლია სარკეში ჩავიხედო, დავინახო, როგორ მეზრდება თმები, მეტად აღარ მჭირდება წარბების ფანქრით მიხატვა. სხვებისგან
განსხვავებით, მე ძალიან გამიმართლა", - განაცხადა ვიალიმ "რეპუბლიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა გამოგაჯანმრთელოს შენც და ყველა კიბოთი დაავადებული...
buba
09:13 13-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული