"ლაციოს" პრეზიდენტი "იუვენტუსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარებაზე თანახმაა

AutoSharing Option
"ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ "იუვენტუსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარების სურვილი გამოთქვა.

"თუ სეზონი ვადამდე დავასრულეთ, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დავაყენოთ. ბევრი კლუბი ამის წინააღმდეგია. ისე, გარკვეულწილად ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება ჩემთვის მომგებიანი იქნება - ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ და ხელფასებზე ფულს დავზოგავ, მაგრამ სისტემაზე ვფიქრობ, ამიტომ წინააღმდეგი ვარ.

"იუვენტუსთან" საჩემპიონო მატჩი? ასეთ წინადადებაზე დავთანხმდებოდი. ამ სეზონში "იუვე" უკვე ორჯერ დავამარცხეთ. თუმცა, არ მესმის, რატომ უნდა მიიღოს ამაში "ინტერმა" მონაწილეობა, რომელიც 8 ქულით ჩამოგვრჩება", - განუცხადა ლოტიტომ "რეპუბლიკას".

26 ტურის შემდეგ "ლაციო" ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით
ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული