თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გაიხსენა, რომ 2013 წელს "მანჩესტერ სიტიდან" აბარგების შემდეგ კინაღამ "იუვენტუსში" გადავიდა.
"მანჩესტერ სიტიდან" წამოსვლის შემდეგ "იუვენტუსთან" მოლაპარაკებასთან ახლოს ვიყავი. მაშინ გალიანი გამოჩნდა და მითხრა, რომ "მილანში" ჩემი გადასვლა შესაძლებელი იყო. მე "როსონერისადმი" სიმპათიით ვიყავი განმსჭვალული. მე და გალიანის კარგი ურთიერთობა გვქონდა და უნდოდა, "მილანში" გადავსულიყავი.
არჩევანი სატურნირო ცხრილის მიხედვით რომ გამეკეთებინა, "იუვენტუსში" უნდა გადავსულიყავი, მაგრამ "მილანი" ავირჩიე, რადგან ეს გუნდი ჩემს გულშია.
მაშინ "იუვენტუსმა", ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველა ტურნირი მოიგო", - გაუმხილა ბალოტელიმ "კორიერე დელა სერას".