პაულო დიბალა კორონავირუსისგან განიკურნა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ მან "ინსტაგრამით" გაავრცელა ინფორმაცია.

"ჩემი სახე თავად გეუბნებათ ყველაფერს - COVID-19-სგან საბოლოოდ განვიკურნე", - წერს დიბალა.

მარტში დიბალა და მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინი ეპიდემიით დაინფიცირდნენ და მას შემდეგ მკურნალობდნენ.

კორონავირუსისგან აგრეთვე განიკურნენ "იუვეს" მცველი დანიელე რუგანი და ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დამარცხებულა კორონა მსოფლიოში :))) მგონი რაც დაიწყო კორონას თემა იმის მერე საწყალს :)))
გიგა
10:47 07-05-2020
0
რაც თავისი... როლანდო ჩავიდა იტალიაში, ხედავთ? რა კარგად გახდა დიბულა? ესეა...
aba?
14:04 07-05-2020
0

სიახლეები პოპულარული