"მილანმა" და "ინტერმა" ახალი სტადიონის პროექტი წარადგინეს და ის დიდებულია [PHOTO]

AutoSharing Option
"მილანმა" და "ინტერმა" ერთობლივი სტადიონისა და გასართობი პარკის პროექტი წარადგინეს, რომელიც სან-სიროს რაიონში აშენდება.

ახალი 60-ათასიანი არენა ძველ "ჯუზეპე მეაცასთან" ახლოს აშენდება. ძველი არენიდან კი მხოლოდ ქვედა იარუსს დატოვებენ, რომელსაც სპორტულ-გასართობი დანიშნულება ექნება.

ასევე, მილანური გრანდების სტადიონთან 106 ათასი კვადრატული მეტრის მწვანე ზონა გაშენდება. პროექტის მშენებლობა 1 მილიარდი ევრო ეღირება.

დიზაინერები ფიქრობენ, რომ ახალი "ჯუზეპე მეაცა" განსხვავებულ სტანდარტებს დააწესებს და სხვა კლუბებისთვის მისაბაძი სტადიონი გახდება.

Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 2 /
გალიანის სურათი რა შუაშია??
L.J.
18:05 08-05-2020
0
ფორცა ინტერ!
ვახო...
17:22 08-05-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული