"ინტერის" ფეხბურთელებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ვარჯიშებს დაიწყებენ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფეხბურთელებმა კორონავირუსის ტესტები გაიკეთეს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ძირითადი გუნდის არც ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაიწყებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფიორენტინასა" და "სამპდორიას" ფეხბურთელებს Covid-19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდათ, დღეს კი იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ განაცხადა, რომ "მილანის" 3 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, ამჟამად იტალიის ჩემპიონატი შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული