იტალიის ჩემპიონატის კლუბები მხარს უჭერენ 13 ივნისს თამაშების დაწყების იდეას. ამის შესახებ ჩემპიონატის პრესსამსახური აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს იგეგმება 4 შეხვედრის გამართვა: "ატალანტა"-"სასუოლო", "ინტერი"- "სამპდორია", "ტორინო"-"პარმა" და "ვერონა"-"კალიარი".
ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორი, ფეხბურთის ფედერაცია და ჩემპიონატის ხელმძღვანელები მიიღებენ.
ჩემპიონატი 11 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. პირველ ადგილს ტურინის "იუვენტუსი" 63 ქულით იკავებს.
სერია A-ს დაგეგმილი განახლება ისევ გადაიდო
სერია A-ს ოცივე გუნდს რომში გამოკეტავენ და ჩემპიონატს ჩაამთავრებინებენ?