რონალდომ, როგორც იქნა, გაიტანა, პენალტით - "იუვენტუსმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლებული სერია A-ს 27-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "ბოლონია".

სარის გუნდს რაიმე განსაკუთრებული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ უპრობლემოდ გაიმარჯვა.

ანგარიში რაბიოს მოპოვებული პენალტით რონალდომ გახსნა, ხოლო მეორე გოლი დიბალამ შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.

"იუვენტუსი" 66 ქულით ლიდერია და მეორეადგილოან "ლაციოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 24 ივნისს ბერგამოში ადგილობრივ "ატალანტასთან" რთული გასვლა აქვს.

26 ივნისს "იუვენტუსი" "ლეჩეს" უმასპინძლებს.

ბოლონია - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (23, პენ), 0:2 დიბალა (36)
გაძევება: დე შილიო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Პენალდოოოოოოოოო!!!
ლომი
14:52 23-06-2020
3
ის კრისტინკაა და შენ კაცი? ქალი თუ გინახია.
ხახა
14:12 23-06-2020
1

სიახლეები პოპულარული