რონალდომ, როგორც იქნა, გაიტანა, პენალტით - "იუვენტუსმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლებული სერია A-ს 27-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "ბოლონია".

სარის გუნდს რაიმე განსაკუთრებული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ უპრობლემოდ გაიმარჯვა.

ანგარიში რაბიოს მოპოვებული პენალტით რონალდომ გახსნა, ხოლო მეორე გოლი დიბალამ შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.

"იუვენტუსი" 66 ქულით ლიდერია და მეორეადგილოან "ლაციოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 24 ივნისს ბერგამოში ადგილობრივ "ატალანტასთან" რთული გასვლა აქვს.

26 ივნისს "იუვენტუსი" "ლეჩეს" უმასპინძლებს.

ბოლონია - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (23, პენ), 0:2 დიბალა (36)
გაძევება: დე შილიო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნათქვამია, სპორტიდან ლამაზად წასვლა უნდა შეგეძლოსო. ეხლა რომ დარმთავრებინა კარიერა, ნორმალურ ფორმაშია და ხალხს კარიერის პიკზე დაამახსოვრდებოდა. შემდეგ ორ წელიწადს ბევრს ვეღარაფერს იზავს, მაშინაც კი თუ მთელი გუნდი მასზე ითამაშებს. ბუნებას ვერაფერს უზავ, 35 წელი თავდამსხმელისთვის ასაკია. მცველს ან მეკარეს არ შეემჩნეოდა ასაკი, ამის სათამაშო სტილს შეემჩნევა.

ფულის საჭიროებაც არ გაქვს, წადი ლამაზად და დაისვენე რა. 2 წელიწადში მესიც მოგყვება

პ.ს. საინტერესოა რამდენ დისლაიქს დააროვებს ეს კომენტარი :)
წასვლის დროა
08:36 23-06-2020
9
кристинка
7

სიახლეები პოპულარული