"იუვენტუსმა" რონალდოს დუბლით "ლაციოს" ძლივს მოუგო - სკუდეტომდე 4 ქულაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 34-ე ტურის დასკვნით მატჩში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "ლაციო" 2:1 დაამარცხა.

აქამდე "ლაციომ" ბოლო შეხვედრები უხეიროდ ჩაატარა, 4-დან 3 წააგო და სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეთიშა, უკანასკნელ ხანს ვერც "იუვე" ბრწყინავს, ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო, ბევრ გოლს უშვებს, თუმცა ეს დამაჯერებელ ლიდერობაში ხელს არ უშლის.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ რონალდომ მასპინძლები დუბლით დააწინაურა, იმობილემ ანგარიში შეამცირა და მილინკოვიჩ-სავიჩს შეეძლო თავისი გუნდისთვის ფრე მოეპოვებინა, მაგრამ შენსნიმ არ დაანება.

"იუვე" 80 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 8 ქულით უსწრებს და 23 ივლისს გასვლაზე
"უდინეზეს" დაუპირისპირდება.

მაურიციოს გუნდმა ოქროს მედლების დასაუფლებლად დარჩენილ 4 ტურში 4 ქულა უნდა მოიპოვოს.

რონალდომ მიმდინარე ტურნირზე 30 გოლი გაიტანა - მან ჩემპიონატზე ბოლოს ასეთ შედეგს 4 წლის წინ მიაღწია.

იმობილეს ანგარიშზეც 30 გოლია - ჩირომ და კრიშტიანომ 12-12 პენალტი გაიტანეს და ჯუზეპე სიონიორის მიერ 1995/96 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.

იუვენტუსი - ლაციო 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (51, პენ), 2:0 რონალდო (54), 2:1 იმობილე (83, პენ)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გარჩევას ვუყურე, თუ რამე კადრები ამოჭრილი არაა ვერ გავიგე ძლივს როგორ მოუგო.
papa
08:55 21-07-2020
1
ძლივს მოუგო... ორი გოლით! :) ვერ გასწავლეთ რა ამ სათაურების წერა. ლაციოს ქომაგიც რომ იყოს ეს რა ნუგეშია? "ძლივს"...
პიპა
09:34 21-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული