პოჩეტინო "იუვენტუსის" გაწვრთნაზე თანახმაა

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინომ, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ჩაანაცვლოს.

წყაროს ცნობით, ტურინელების ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სარის "იუვენტუსის" დაღმასვლით. აღსანიშნავია, რომ კლუბმა პოჩეტინოს აგენტებთან არაფორმალური მოლაპარაკებები უკვე აწარმოა. თავად არგენტინელი სპეციალისტი მზადაა იტალიელებს სათავეში ჩაუდგეს.

პოჩეტინოს უკანასკნელი გუნდი "ტოტენჰემ ჰოთსპური" იყო, რომელიც გასული წლის ნოემბერში დატოვა. შეგახსენებთ, მაურისიო ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა.

ესპანური პრესის თანახმად, არგენტინელმა ორჯერ დაბლოკა "ბარსელონას" წინადადება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული