![](https://sportall.ge/pictures/image31/f8b1f997e3d95b68cd112ddfebdf0d2c.jpg)
უკვე გაცნობეთ, რომ "ატალანტას" 32 წლის შემტევი იოსიპ ილიჩიჩი დეპრესიაშია და თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს, ახლა კი მისი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდა ცნობილი.
Soccer Laduma-ს და futballnews-ის ცნობით, ილიჩიჩი სამშობლოში გაემგზავრა და სახლში, საკუთარ საწოლში თავის მეუღლე ტინას საყვარელთან წაასწრო.
გამოცემების მტკიცებით, ფეხბურთელმა ნერვიულობის შედეგად წონაში ძალიან დაიკლო, ამჟამად სამშობლოში იმყოფება და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში გამორიცხულია.
!["ატალანტას" ბომბარდირმა მეუღლეს საყვარელთან წაასწრო და თამაში აღარ უნდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/cac4f6c849845fd50d4f8c38db343ef0.jpg)
ილიჩიჩმა და ტინამ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს
და მალევე დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - სოფია და ვიქტორია. იოსიპს მეუღლე ძალიან უყვარდა და ყოველ გატანილ გოლს მას უძღვნიდა.
გასულ სეზონში ილიჩიჩმა 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა - სეზონის განახლების შემდეგ მას კოჭ-წვივის პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.
რა მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობთ ? ეს მუდმივი თემაა და ცოლ-ქმრული ღალატი კაცობრიობის დასაბამიდან იყო. ქრისტეს პირველმა მოსვლამ და წასვლამ ვერაფერი შეცვალა და ეხლა რას ელოდებით ? )))))))))