სარი "იუვენტუსთან" კონტრაქტს კომპენსაციის გარეშე არ გაწყვეტს

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ყოფილ მწვრთნელ მაურიციო სარისთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს განიხილავს.

La Stampa იტყობინება, რომ "იუვეს" ხელშეკრულების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა სურს. ასეთ შემთხვევაში ტურინულ კლუბს სარისთვის ფულის გადახდა აღარ მოუწევს.

სარი რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ არის და კომპენსაციას ითხოვს.

სარის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური ანაზღაურება კი 5.5 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, სარი ადრე ბანკის მოხელე იყო და ანგარიში არ ეშლება. ის ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დამარცხების შემდეგ გადააყენეს და მის ნაცვლად გუნდი ანდრეა პირლოს ჩააბარეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი სარი მიაწექი ამ პირლოებს.
1479
18:51 26-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული