საკი: სარიმ "იუვენტუსში" შეუსრულებელი მისია ითავა

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ "იუვენტუსის" თავკაცის მაურიციო სარის გადაყენებაზე გააკეთა კომენტარი.

"სარიმ "იუვენტუსში" შეუსრულებელი მისი ითავა. მას მოთმინება და კლუბის ხელმძღვნელობისაგან თანამშრომლობა სჭირდებოდა, მაგრამ ამ კლუბის დირექტორებს ყოველთვის სხვადასხვა ფასეულობებისა სჯეროდათ. კლუბის დევიზია: გამარჯვება - ერთადერთი რამაა, რასაც მნიშვნელობა აქვს.

იგნორირებას უწევენ სხვა ფაქტორებს, როგორებიცაა ღირსება, სილამაზე, ემოცია, გართობა, ჰარმონია, კულტურა და განვითარება. სარიმ სერია A-ში გამარჯვებებით გადახუნძლული და გათანგული გუნდი ჩაიბარა. ეს სოლისტების გუნდია, რომლებიც სირბილისა და თანაგუნდელებისთვის ბრძოლის სურვილით არ იწვიან. თავიდანვე უტოპიური იყო
იმაზე ფიქრი, რომ სარი გუნდს ჰარმონიასა და ერთიანობას შესძენდა", - განუცხადა საკიმ "გაძეტა დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული