
"ფიორენტინამ" "ნაპოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულ 33 წლის ნახევარმცველ ხოსე კალეხონს გაუფორმა კონტრაქტი. ესპანელთან ხელშეკრულების დეტალებს ფლორენციული კლუბი არ ამხელს.
მან გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კალეხონი "ფიორენტინაში" ფედერიკო კიეზას შეცვლის, რომელიც "იუვემ" ორწლიანი იჯარით აიყვანა და შემდეგ 50 მილიონად შეიძენს.