იტალიელი მეკარე: დარწმუნებული ვარ, კოვიდი ლაბორატორიაში შექმნეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსიდან" "ჯენოაში" განათხოვრებულმა მეკარე მატია პერინიმ კორონავირუსის გაჩენის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დაუფარავად გააჟღერა.

"დარწმუნებული ვარ, კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და ადამიანს ცხოველებისგან არ გადასდებია.

თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერათ ან მიაჩნიათ, რომ ის საშიში არაა, საქმის ვითარება საერთოდ არ ესმით.

მეშინია თუ არა მე? ჩვენ, სპორტსმენები, იპოქონდრიკები ვართ, სხეული ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტია და ყოველთვის ვცდილობთ, ის იდეალურ მდგომარეობაში იყოს.

იგივე, ტრავმები რომ ავიღოთ, ეს დაავადებისგან სრულიად განსხვავებული რამაა. ყველა ადამიანის გონებაში განსხვავებული რამ ხდება. დაავადება უცნობი მტერივით
საშიშია", - განაცხადა პერინმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები!...
...და მერე იქიდან გაეპარათ...
buba
00:33 17-10-2020
3
სრულიად ვეთანხმები, მოსახლეობის შემცირება ბოროტი ძალების ნომერ პირველი ამოცანაა.
Dato
21:49 16-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული