სერია A-ს მე-5 ტურში "იუვენტუსისა" და "ვერონას" მატჩი 1:1 დასრულდა.
უჭირს "იუვეს" რონალდოს გარეშე. გასულ ტურში "კროტონეს" დაუზავდა (1:1), ახლა კი ქულები "ვერონასთან" დაკარგა.
"იუვენტუსი" 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "სპეციას" შეხვდება; იქამდე კი, 29 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ვერონა 1:1
გოლები: 0:1 ფავილი (60), 1:1 კულუსევსკი (77)