"იუვეს" ყოფილი მცველი: რონალდო გუნდელებსა და იტალიელებს პატივს არ სცემს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა პასკუალე ბრუნომ "ბებერი ქალბატონის" პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა.

"ის უპატივცემულოდ იქცევა. უკვე 2 წელზე მეტია, რაც იტალიაში თამაშობს და ჩვენს ენაზე საუბარი ისევ არ ისწავლა. სალაპარაკოდ ესპანურს იყენებს.

ის არც თანაგუნდელებს და არც იტალიელებს სცემს პატივს", - განაცხადა ბრუნომ.

კრიშტიანო "იუვენტუსში" მადრიდის "რეალიდან" 2018 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 117 მილიონი ევრო იყო. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Calciomercato-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული