სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსისა" და "ატალანტას" მატჩი 1:1 დასრულდა.
29-ე წუთზე მასპინძლები კიეზამ დააწინაურა, 57-ე წუთზე კი ფროილერმა საპასუხო გოლი გაიტანა. 61-ე წუთზე საჯარიმოში კიეზას წაქცევისათვის მსაჯმა საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ რონალდოს გოლის გატანა მეკარე გოლინიმ არ დაანება.
"იუვენტუსი" 24 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 19 დეკემბერს სტუმრად "პარმას" შეხვდება.