ქვეშ ისვრის, არც ვარსკვლავი და არც ჩემპიონია - კასანომ "იუვეს" ფორვარდი არ დაინდო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ Twitch-ის პლატფორმაზე არსებულ კრისტიან ვიერის არხ Bobo TV-ს (წამყვანიც თავად ვიერი გახლავთ) ინტერვიუ მისცა და ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდი პაოლო დიბალა არ დაინდო.

"ის არც ჩემპიონია და არც ვარსკვლავი. დიბალას ყოველთვის რაღაც არ ჰყოფნის. არადა, კარგი დარტყმა აქვს, როგორც ინსინიესა და დი ნატალეს, სეზონში 20-40 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ ის ფეხბურთელი არაა, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია.

"იუვენტუსში" მისი ყოფნისას გუნდმა 3 მწვრთნელი შეიცვალა - ალეგრი, სარი და პირლო, თუმცა დიბალა არცერთი სპციალისტის ხელში
წამყვანი ფეხბურთელი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ მებადება შეკითხვები.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიბალა ქვეშ ისვრის, როცა მასზე ზეწოლა ხდება. რაო, წელიწადში ხელფასის სახით 8-10 მილიონ ევროს ითხოვს? ჰაჰ! ხუმრობთ?" - თქვა კასანომ.

არგენტინელს "ბებერი სენიორას" რიგებში 241 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯამში კი 98 გოლი გაიტანა. 2020/21 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში მოედანზე 9-ჯერ გავიდა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული