"მილანის" პირველი მარცხი - თანაც "იუვენტუსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "მილანი" 3:1 დაამარცხა.

იმის გამო, რომ კორონავირუსის ტესტებზე ხუან კუადრადოსა და ალექს სანდროს პასუხები დადებითი აღმოჩნდა, "იუვენტუსი" მილანში ავტობუსით მხოლოდ ამ დილით გაემგზავრა, მაგრამ ამას მისთვის ლიდერის ძლევაში ხელი არ შეუშლია.

დუბლი ფედერიკო კიეზამ შეასრულა. მას საგოლე გადაცემები პაულო დიბალამ გაუკეთა, რომელსაც წინა დღით სიცხე ჰქონდა.

მიუხედავად მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მარცხისა, "როსონერი" 37 ქულით ჯერაც პირველ ადგილზეა, "ბიანკონერიმ" კი 30 ქულით მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

9 იანვარს "მილანი"
- "ტორინოს", 10 იანვარს კი "იუვენტუსი" "სასუოლოს" უმასპინძლებს.

"მილანმა" ტურნირზე ზედიზედ 36 მატჩში გაიტანა გოლი და 2017 წელს "იუვენტუსის" დამყარებულ რეკორდამდე 8 გოლი უკლია.

მილანი. "სან სირო"
მილანი - იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკენი (76)

მკითხველის კომენტარები / 5 /
"მილანს" ჭირდება ვარსკვლავები, რეალური და არა მომავალი თუ საშუალო, თუ არადა გინდ ჩემპიონი გახდეს, იქნება "კროონეს","ბენევენტოს" და ა.შ. დონის გუნდების ჩემპიონი."თუ იუვე" ვერ დაამარცხე ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ სტატისტიკაა.
.......
07 იანვარი 2021 12:48
5
Didebuli tamashi iyo. Da saertod Italia zalian kargi sayurebeli gaxda.
Kaxa
07 იანვარი 2021 09:22
0
ბიჯო რა ავოტობუსი პრიმავერათი ეთამაშა მილანი ერთი კამანდა აკლდა მაგაზე მაინც დაწერეთ რამე ვინებით გააძლიერა მილანმა შეტევა თამაში არ გიყურებია ფლეშსქორზე მაინც გენახა კოლომბო მადლინი კალულუ კონტი ელემენტარული ნორმალური თავდმასხელი არ ყავდა გუნდს და კალაბრია საყრდენად იდგა ხო ავტობუსი
გეო
07 იანვარი 2021 02:29
8
ძალიან გაგიხარდათ ხო მილანის წაგება, ეგრევე რომ გამოაცხვეთ მასალა)))
სასაცილოები ხართ და მეტი არაფერი...
)))
07 იანვარი 2021 02:05
6
ტყუილად ნერვიულობთ მომავალი წლიდან იქნება მილანი ოთხეულის წელს მაქსიმუმ მე-5 ადგილი :)))))
მერამდენედ
07 იანვარი 2021 06:33
5

სიახლეები პოპულარული