კაპელო: რონალდო დაცვაში არ ბრუნდება - ეს დაუშვებელია

AutoSharing Option
ცნობილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ ასპარეზობასა და "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:

"რონალდო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დაცვაში თამაშისგან გათავისუფლებულია და უკან არ ბრუნდება. თანამედროვე ფეხბურთში ეს დაუშვებელია. ბურთის დაკარგვის შემდეგ ყველა უკან უნდა დაბრუნდეს.

ფეხბურთი მარტო ბურთის მეკარისთვის დაბრუნება არ არის. ეს ისაა, რასაც გუნდი შემტევი, სწრაფი და აგრესიული ფეხბურთისკენ მიჰყავს. ამისათვის ოსტატობა, მებრძოლი ხასიათი და რესურსებია საჭირო.

საუკეთესო ფეხბურთელები ინგლისსა და გერმანიაში წავიდნენ და იტალიური კლუბების წარუმატებლობაც სახეზეა", - ციტირებს კაპელოს Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ კაცს ისე სძულს რონალდო არა მგონია მის თამაშს უყურებდეს აბა რას ნიშნავს რონალდო დაცვაში და ართმევაში არ მონაწილეობსო ამას ლაპარაკობს ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში
ისიდორე
19 მარტი 2021 11:42
3
აშკარად კაპელოს რონალდუ არ მოსწონს და ხშირად უაზროდ აკრიტიკებს. ყველა თამაში არ ვიცი მაგრამ რაც მაქვს რაც მაქვს ნანახი არაერთხელ ეხმარება დაცვას და საკმაოდ პროდუქტიულად
Nick
19 მარტი 2021 00:22
2
ამან შეჭამა რონალდო რა.. მესის აქებს და ადიდებს.. ვინმეს მესის დაცვა გინახავთ? ორივე უდიადესია და მორჩა
სიბერე ცუდია
18 მარტი 2021 23:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული