"გაუშვით რონალდო" - ალეგრიმ "იუვე" ამ სიტყვებით დატოვა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რჩევა კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის მისცა.

როგორც Football Italia იტყობინება, 2019 წელს, "ბიანკონერიდან" წასვლის წინ, ექსდამრიგებელმა ტურინელების ხელმძღვანელობასთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ უნდა დატოვოს. იმ დროისთვის პორტუგალიელს "ბებერი სენიორას" რიგებში მხოლოდ 1 სეზონი ჰქონდა გატარებული.

"თავიდან მოიშორეთ რონალდო, ის კლუბს პროგრესის გზას უკლავს", - თქვა ალეგრიმ.

ალეგრი "იუვედან" წასვლის შემდეგ უმუშევარია. "ბიანკონერი" იტალიელმა 2014 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ქვეყნის თასი 4-ჯერ მოიგო, 2-ჯერ დაეუფლა ქვეყნის
სუპერთასს და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ორივეშივე დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი ქვილითაიას ყიდვას აპირებენ და იტალიელებს უნდათ მთლად დაგვღუპონ ხომ???
კ ო მ ბ ლ ე
20:36 13-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული