იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "ინტერი" "ფიორენტინას" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში 23-ე წუთზე რიკარდო სოტილის გოლის წყალობით გახსნეს, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარში "ნერაძურიმ" "იების" კარი სამჯერ აიღო, თავი მატეო დარმიანმა (52-ე წუთი), ედინ ჯეკომ (55-ე წუთი) და ივან პერიშიჩმა (87-ე წუთი) გამოიჩინა.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ, "ფიორენტინას" 9 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს, "ინტერი" 13 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება.
"იები" მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მილანელები "ატალანტას" უმასპინძლებენ.