სამწუხარო ინფორმაცია "იუვესა" და იტალიის გულშემატკივრებისთვის... კიეზა სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივარს ფედერიკო კიეზას ტრავმის სიმძიმე აცნობა.

24 წლის შემტევმა გუშინ, 9 იანვარს, "რომასთან" (4:3) მატჩში, კერძოდ, 32-ე წუთზე, ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც ტურინული კლუბი იუწყება, კიეზამ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და ოპერაციას საჭიროებს.

Tuttosport-ის თქმით, ფედერიკო ამ სეზონში ვერც "იუვენტუსს" და ვერც იტალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, "სკუადრა აძურას" 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფი აქვს სათამაშო, სადაც მათი მეტოქე ჩრდილოეთი მაკედონია იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ძლიერს შეხვდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ალბათობით იტალია ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.რეალურად ამაზე უკეთესი ფეხბურთელი მათ არ ჰყავთ.თუმცა არის კიდევ ერთი-ძანიოლო.იმედია ესეც არ დააკლდებათ მარტში.
Master
18:05 10-01-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული