ვლახოვიჩი "იუვენტუსმა" 70+10 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი "ფიორენტინადან" "იუვენტუსში" გადავიდა.

"იუვემ" სერბ ფორვარდს 2026 წლის 30 ივლისამდე გაუფორმა კონტრაქტი.

ტურინული კლუბი "ფიორენტინას" 70 მილიონ ევროს სამ ტრანშად, ხოლო კიდევ 10 მილიონს ფეხბურთელის მიერ მიღწეული სხვადასხვა შედეგების მიხედვით გადაუხდის.

"იუვენტუსში" მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონი იქნება.

ამ სეზონში ვლახოვიჩმა "ფიორენტინაში" ყველა ტურნირზე 24 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული