"ინტერის" უმნიშვნელოვანესი ქამბექი "ემპოლისთან" და 1-ელი ადგილი ცხრილში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში "ინტერმა" "ემპოლის" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მოულოდნელად 28-ე წუთისთვის სტუმრები მოქმედ ჩემპიონებს ანდრეა პინამონტისა (5) და კრისტიან ასლანის (28) გოლების წყალობით ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ, თუმცა სიმონე ინძაგის შეგირდებმა ტაიმის ბოლოს, 5 წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრეს და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ (მე-40 წუთზე სიმონე რომანიოლიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 45-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა ჰაკან ჩალჰანოღლუს პასით ისარგებლა).

მეორე ნახევარში იმავე ლაუტარომ 64-ე წუთზე "ნერაძური" დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+4 წუთზე ალექსის სანჩესმა დააფიქსირა.

ამრიგად, 36
ტურის შემდეგ "ინტერს" 78 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება ("მილანი" 1 ქულით ჩამორჩება და ერთი და თავის მატჩს ხვალ გამართავს), 15 მაისს კი "კალიარის" ესტუმრება, ამ შეხვედრამდე 11 მაისს კოპა იტალიას ფინალში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

"ემპოლი" 37 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, 14 მაისს კი "სალერნიტანას" უმასპინძლებს.

სხვა მატჩები:

"ჯენოა" - "იუვენტუსი" - 2:1



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული