მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება

AutoSharing Option
TuttoMercatoWeb-ის ინფორმაციით, 31 წლის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნდება და მომავალი სეზონიდან "მონცას" მაისურს მოირგებს.

კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, ის პირადად ესაუბრა ბალოტელის. ფეხბურთელმა მას განუცხადა, რომ "მონცაში" დაბრუნება სურს, სადაც 2020/21 წლების სეზონში უკვე ასპარეზობდა.

ბერლუსკონიმ თქვა, რომ ის მარიოს ახლო მეგობარია და მის დაბრუნებაზე აქტიური საუბარი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის თავდამსხმელი ამჟამად "ადანა დემირსპორში" ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული