შესაძლოა, ზლატანი სხვა იტალიურ კლუბში ვიხილოთ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, კარიერა "მონცაში" განაგრძოს.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი "მონცას" სპორტულმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმაც გააკეთა, რომელმაც შემდეგი თქვა:

"ახლა ზლატანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელება სჭირდება. ის "მილანის" ფეხბურთელია, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა იცის, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...", - ამბობს გალიანი.

ზლატანი ოქტომბერში 41 წლის გახდება. გასულ სეზონში მან 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული