გასპერინი მიდის - "ატალანტას" ახალი მწვრთნელიც ცნობილია

AutoSharing Option
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ ბერგამოში დღეს პრესკონფერენციაა ჩანიშნული, სადაც "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გუნდიდან წასვლაზე გვაუწყებს.

უკვე იწერება იმის შესახებაც, რომ 64 წლის სპეციალისტს ხორვატი იგორ ტუდორი შეცვლის, რომელიც ამჟამად "ვერონას" უდგას სათავეში.

გასპერინი "ატალანტას" სათავეში 2016 წლიდან მოყოლებული ედგა. გასულ სეზონში ბერგამოულმა გუნდმა 59 ქულა დააგროვა, რითაც მე-8 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული