კონტრაქტი შეთანხმებულია - დიბალას ახალი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი პაოლო დიბალა თამაშს კვლავ სერია A-ში გააგრძელებს. არგენტინელი შემტევი დიდი ხანია "ინტერის" რადარზე იმყოფება.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი შეათანხმეს, პაოლოს "ნერიაძურიში" თამაში სურს.

მილანელები "იუვეს" ყოფილ 10-იანს 3 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. დიბალა "იუვენტუსს" 2015 წელს "პალერმოდან" შეუერთდა, გასულ სეზონში ფორვარდმა 15 გოლის გატანა და 6 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული