"სისწრაფე და მონდომება, რომლითაც "რომა" ჩემს ტრანსფერს და გადაბირებას ცდილობდა, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მე ვუერთდები გუნდს, რომელიც აღმავლობის გზაზეა; კლუბს, რომელიც აგრძელებს მომავლისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრას. აქ არის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ვისთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება.
"რომას" წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, იმ ატმოსფეროთ, რომელსაც ამ კლუბის გულშემატკივრები ქმნიან. ეს რაღაც დიდებულია", - განაცხადა დიბალამ.