ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსის" 3 სამიზნე დასახელდა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "იუვენტუსს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ 3 ფეხბურთელის დამატება სურს.

ტურინელებს "აინტრახტიდან" მარცხენა ვინგერის, ფილი კოსტიჩის, პსჟ-იდან ცენტრალური ნახევარმცველის, ლეანდრო პარადესის, ხოლო მადრიდის "ატლეტიკოდან" ფორვარდის, ალვარო მორატას გადაბირება სურთ.

"ვეკია სენიორას" მიზანი განსაკუთრებულად წინა ხაზში გაძლიერებაა და პრიორიტეტად მორატას ტრანსფერი რჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული