ტანგი ნდომბელე "ნაპოლის" უახლოვდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე "ნაპოლიში" იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ნდომბელე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და თავად ფრანგსაც "დეზების" დატოვება სურს. 25 წლის ფეხბურთელს ლუჩანო სპალეტი ფაბიან რუიზის შემცვლელად განიხილავს, რომელიც რამდენიმე დღეში პსჟ-ს შეუერთდება.

"ტოტენჰემმა" ნდომბელე 2019 წელს "ლიონიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ფრანგმა იმედები ვერ გაამართლა. გასული სეზონი იჯარით სწორედ მშობლიურ "ლიონში" გაატარა. ლიგა-1 ში 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული