"მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ეთამაშება" - შეაჩერებს კალაბრია "კვარას"? კოსტაკურტამ Gazzetta-სთან ქართულ-იტალიურ დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს მე–7 ტურში დღეს ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა იტალიურ მედიაში მთავარი განხილვის საგანია და მის შესახებ ბევრი ითქვა, დაიწერა და მოსაზრება გამოითქვა.

მაგალითისთვის, Gazzetta Dello Sport–მა "როსონერის" ლეგენდარულ მცველ ალესანდრო კოსტაკრუტასთან ინტერვიუ ჩაწერა და დაეკითხა, შეძლებს თუ არა დავიდე კალაბრია დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას, რაზეც კოსტაკურტამ შემდეგი მიუგო:

"კვარაცხელია არის ბიჭი, რომელსაც დიდი ნიჭი და კარგი თვისებები გააჩნია... 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლახანს მოვიდა სერია A-ში მოედანზე უკვე გონივრულად ბრწყინვალედ
მოქმედებს...

მაინტერესებს, მისი ნახვა კალაბრიას წინააღმდეგ. ვფიქრობ, დავიდე 1-1-ზე თამაშში მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა.

დღევანდელი საღამოს შემდეგ, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, შეძლებს თუ არა "მილანი", კვლავ მოიგოს სკუდეტო", – ამბობს კოსტაკურტა.

alt"კვარა" ამას სპალეტისგან ცუდად იგებს... მან შესაძლოა, მწვრთნელი დააიგნორა და..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე სპალეტის განცხადებას ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 19 /
მილანი მეტად შეკრული გუნდია ნაპოლი კარგი მაგრამ ეგოისტი ფეხბურთელების კრებულია.. ჟელენსკი პოლიტანო და სხვები მარტო თავის თავზე ფიქრობენ კვარას აიგნორებენ და არ ეხმარებიან წარმატებულ თამაშის ჩვენებაში ბიჭი თუ რამეს აკეთებს დაუხმარებლად თავის ნაჭიდან გამომდინარე და არა გუნდიდან გამომდინარე..როგორ მახსოვს კროოსმა კინაღამ დაუხატა ვინისიუს რაუნდა ექნა საით უნდა წასულიყო რო პასი დაესვა... მაგას ნაპოლში ვინ მიუთითებს ბოღმის ბუკეტები არიან! იმედია რუი არ იქნება სასტარტოში შეილება მაგიტოც არ ეხმარება კვარა თავის ფლანგის მცველს რუი ნივიჟუს რო უკეთებს პასტაიანად.... თორემ ხვიჩას არ ეშლება დაცვის დახმარება და ნაკრებშიც ძალიან ხშირად ჩამოდის და ეხმარება ბიჭებს... თავტვლიპა იმედია მიხვდება ამას!
roni
18 სექტემბერი 2022 16:37
12
ხვიჩამ სივრცე ნახოს ცოტა და ვნახავ მერე მაგ კალაბრის აკალაბრებულს უკანალზე.
G.LA
18 სექტემბერი 2022 16:34
2
კალაბრიას ვინ დატოვებს მარტო ))) უეჭველად გადმოვლენ დაზღვევაზე. რაც თამაშები ვნახე კვარას სულ 2 კაცი უდგას ))
ილია
18 სექტემბერი 2022 15:35
0
კვარაზე ძალიან დიდი ყურადღება იქნება ისე როგორც რეინჯერსთან თამაშის დროს, ფლანგის შემტევის და ფლანგის მცველის გარდა ცენტალური მცველებსაც ექნებათ ყურადღება მიპყრობილი ამით ნაპოლიმ უნდა ისარგებლოს. ვნახოთ რა გამოვა მილანთან სერიოზული თამაში იქნება. კვარა ცენტრშიც გადადის ხოლმე და ამ მხრივ უნივერსალია, შეუძლია ცენტრიდანაც გამწვავება. პერსონალურ მეურვეობა კარგი იყო წინა წლებში გინდა დაგემტვრია გაფრთხილებასაც არ გაძლევდნენ ეხლა კი ამ მხრივ უფრო დაცულები არიან შემტევები. 16 დან 10 ორთაბრძოლა რომ მოიგო რეინჯერსთან ამით დაამტკიცა რომ ეს ბიჭი ნელ ნელა მაგარ ჯანზე მოდის!
zaza
18 სექტემბერი 2022 15:13
1
ყოველგვარი პატრიოტულის გარეშე, ერთი ერთზე, დაზღვევის გარეშე, კვარაცხელიას გამჩერებელი არავინ არ არის :)
კვარას მთავარ დადებითად ამჟამად სწორედ ეგ მიმაჩნია.
ქომაგი
18 სექტემბერი 2022 14:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული