კულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი

AutoSharing Option
31 წლის მცველი კალიდუ კულიბალი ამ ზაფხულში "ჩელსიმ" "ნაპოლისგან" 38+2 მილიონ ევროდ შეიძინა. "კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში სენეგალელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ყოფილი გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდება.

- "ნაპოლი" ევროპაშიც იმარჯვებს და იტალიაშიც. წასვლას არ ნანობ?
- ბედის მჯერა. ამ კლუბში გატარებული რვა წლის შემდეგ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ჩემი ციკლი დასრულდა, რაც შემეძლო, გუნდს ყველაფერი მივეცი.

ემოციური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. მე მათ ყოველ გოლს ვგრძნობ, ყოველ გამარჯვებას, თითქოს ცხადად განვიცდი. ეს "ნაპოლი" - ჩემი "ნაპოლია". ბედნიერი ვარ, რომ
გუნდის პროგრესში ჩემი წვლილი შევიტანე.

იცით, "ჩელსის" გასახდელში რაზე ვსაუბრობ? ჩემი ყოფილი თანაგუნდელების გამარჯვებებზე. იცით, რატომ? ამით ვამაყობ. ანგისა და ოსიმენი ხშირად მწერენ. ასევე მე და "კვარა" ერთმანეთს შეტყობინებებს ვუგზავნით, რომელსაც პირადად ჯერ არ ვიცნობ.

- ეს "ნაპოლი" იმაზე ძლიერია, რომელმაც სარის ხელმძღვანელობით 91 ქულა მოაგროვა და სკუდეტოს მიუახლოვდა?
- თუ ეს "ნაპოლი" გაიმარჯვებს, ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი უფრო ძლიერები არიან. ის სხვა ფეხბურთი იყო, შედარება არ შეიძლება. ის "ნაპოლი" წარმოუდგენლად კარგად თამაშობდა, ყველა გუნდზე ვდომინირებდით. დღეს, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ დომინირებენ, მაინც იგებენ, ეს დაუჯერებელია. საიმედოდ და კომპაქტურად თამაშობენ.

- მაშ ასე, ველოდოთ თუ არა მათგან სკუდეტოს?
- ამის იმედი მაქვს, არ მინდა დავთარსო. თუ ეს მოხდა, ნეაპოლში საზეიმოდ გავიქცევი, ეს ჩემი ტიტულიც იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეესეიგი კვარა აფრიკულ სასტავთან მეგობრობს ნაპოლიში
0
მართლაც რომ არ წასულიყო, წარმოიდგინეთ ეს და კი მინჯე ძენტრში, მართლაც არავინ იქნებოდა ამათი მომგები.
რრრ
01:06 03-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული