
"კალიარის" მწვრთნელად 71 წლის კლაუდიო რანიერი დანიშნეს. სარდინიულმა კლუბმა რანიერის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
"კალიარი" სერია B-ში მე-14 ადგილზეა.
რანიერი ამ გუნდს 1988-1991 წლებში ედგა სათავეში და სერია С-დან სერია A-ში გადაიყვანა. ის ბოლოს "უოტფორდში" მუშაობდა, რომელიც 2022 წლის იანვარში დატოვა.