იტალიის თასის 1/16-ფინალში "ინტერმა" "პარმას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმართა მხრიდან სტანკო იურიჩმა 38-ე წუთზე გახსნა. 88-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი ფრანჩესკო აკერბიმ 110-ე წუთზე გაიტანა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია 44 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც "ჯუზეპე მეაცაზე" რიგით 50-ე შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, უნდა ნახოთ ჩინებული სეივი 91-ე წუთზე...
ამრიგად, სიმონე ინძაგის შეგირდები მეოთხედფინალში გავიდნენ, 31 იანვარს კი ბერგამოს "ატალანტასა" და "სპეციას" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.