სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" მასპინძლობს.
"პარტენოპეიმ" ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ გოლამდე ხვიჩამ აკრობატულ სტილში დაარტყა, რის შემდეგაც შესნიმ ცუდად მოიგერია და ნიგერიელმა ფორვარდმაც არ დააყოვნა.