დატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

AutoSharing Option
ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო "ნაპოლის" დიდებულ ასპარეზობასა და მისი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გენიალურობაზე ლაპარაკობს. თუმცა, მან შეიძლება მალე გუნდი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თადარიგი დაიჭირა და თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელებაზე მიმდინარეობს.

თუ სპალეტი დე ლაურენტისის წინადადებაზე დათანხმდება, გასამრჯელოსაც მოუმატებენ. ლუჩანომ "ნაპოლი" 2021 წლის 29 მაისს ჩაიბარა და გაფორმებული კონტრაქტის დეტალები დღემდე არ გახმაურებულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინც მგონია რომ სამგურალი გადაიბირებს. ))
ანდუყაფარი
16 იანვარი 2023 12:44
0
სამგურალი ძრიელდება
ნიკო
16 იანვარი 2023 17:57
0
ეგღა აკლია სპალეტის, სკუდეტოს მოგების მერე სამგურალში გადავიდეს. მინიმუმ ქუთაისის ტორპედო!
irakli81
16 იანვარი 2023 13:48
0
აუცილებლად გაუგრძელებენ კონტრაქტს.ისეთი გუნდი გააკეთა,არსად არ მოინდომებს წასვლას.
ახლა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონა,პირველი ტაიმის შემდეგ,რეალს 2-0 უგებს.გოლები ერთმანეთის პასებით,გავიმ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.ფანტასტიკური დუეტია,ამ შეხვედრაში და საერთოდაც ძალიან მაგარი თამაში მიდის.მე მატჩ ტვ-ზე უფასოდ ვუყურებ,ლაივბალზე.
სოსო
15 იანვარი 2023 23:53
29
საერთოდ უხელფასოდაც რომ მოუწიოს მუშაობა, ახლა სპალეტი ნაპოლიდან მაინც არ წავა... მისი კარიერის მიწურულს ჩემპიონობის პირველი და შესაძლოა უკანასკნელი შანსი აქვს.
ქუთაისი
15 იანვარი 2023 23:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული