დატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

AutoSharing Option
ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო "ნაპოლის" დიდებულ ასპარეზობასა და მისი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გენიალურობაზე ლაპარაკობს. თუმცა, მან შეიძლება მალე გუნდი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თადარიგი დაიჭირა და თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელებაზე მიმდინარეობს.

თუ სპალეტი დე ლაურენტისის წინადადებაზე დათანხმდება, გასამრჯელოსაც მოუმატებენ. ლუჩანომ "ნაპოლი" 2021 წლის 29 მაისს ჩაიბარა და გაფორმებული კონტრაქტის დეტალები დღემდე არ გახმაურებულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინც მგონია რომ სამგურალი გადაიბირებს. ))
ანდუყაფარი
12:44 16-01-2023
0
აუცილებლად გაუგრძელებენ კონტრაქტს.ისეთი გუნდი გააკეთა,არსად არ მოინდომებს წასვლას.
ახლა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონა,პირველი ტაიმის შემდეგ,რეალს 2-0 უგებს.გოლები ერთმანეთის პასებით,გავიმ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.ფანტასტიკური დუეტია,ამ შეხვედრაში და საერთოდაც ძალიან მაგარი თამაში მიდის.მე მატჩ ტვ-ზე უფასოდ ვუყურებ,ლაივბალზე.
სოსო
23:53 15-01-2023
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული