"იუვენტუსისთვის" 15 ქულის ჩამოკლებაზე Sky Sport Italia-სთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:
"როდესაც მითხრეს, რომ შეიძლებოდა ჩვენთვის 9 ქულა ჩამოეკლოთ, ანგარიში დავიწყე, რათა გამეგო, რა შანსები გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება გავიგე, ისევ დავიწყე თვლა. ჩემპიონთა ლიგაზე გასაღწევად რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება გვჭირდება.
ადრე ალეგრიმ განაცხადა, რომ მომავალ მატჩებზე კონცენტრირებაა აუცილებელი, სასამართლო გარჩევები კი კლუბის საქმეა.