მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
სერია ა-ში ახლადგადასული ხვიჩა უკვე სჯობია პაოლოს და წერტილი. რა დიბალას და კვარას დუელი?! დიბალა პირწმინდად ამოკეტა ლოჩოშვილმა. მაშინ მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა ლუკამ!
ლაშა
29 იანვარი 2023 09:48
1
იმიტომ ხომ არა რომ ხვიჩა "დიდი" ქვეყნის შვილი არ არის? მიდი ხვიჩა
გიორგი
29 იანვარი 2023 09:01
1
და რას ქვია დიდი ქვეყნის შვილი არააა ….რომელი არის მაშინ დიდი ქვეყანა …?? პორტუგალია …?? რითი მონების ვაჭრობით ..?? თუ ევროკავშირის წევრობით რომ არა გეოგრაფია პორტუგალია არც არავის გაახსენდებოდა მათი პორტვეინი მეტი კი სახეირო მაგათ არ აქვთ !!!!არიან” დიდი “ქვეყნები ზოგი ტერიტორიით ( უმეტესად საცხოვრებლად უვარგისი) ზოგი მოსახლეობით მრავლდებიან კურდღლებივით ( არ გვაწყენდა არც ჩვენ გამრავლება …რაც უფრო მეტი კარგი,კარგები იქნება მით უკეთესი ) ზოგიერთები ფულით ამ ნავთობის გადამკიდე ….მაგრამ ეს ზემოთ ნაგულიხსმები ქვეყნები თუ ითვლებიან დიდად ….მაშინ ისეთი ქვეყნები როგორც საქართველო ,ისრაელი , საბერძნეთი იტალია , ჩინეთი, იაპონია, ეგვიპტე( ნაწილობრივად იმიტომ რომ დაკარგეს ძველი იდენტობა ანუ არაბები გახდნენ) ირანი ( ესენიც ნაწილობრივად ) და ინდოეთი აი ეს ქვეყნები არიან დიადი ქვეყნები, თავიანთი წვლილით რაც შეიტანეს კაცობრიობის ისტორიაში …რა თქმა უნდა დადებით კონტექტსში …აი რაც საქართველოს აქვს იმის მეასედი გააკეთოს მოურინიოს პორტუგალიამ …ჩვენ დიდი თუ ვერა დიადი ვართ ვიყავით და ვიქნებით !!!! დიბალა მაგარია მაგრამ მიჩვეულია ჩრდილში ყოფნას იქ თუ მესის ჩრდილში აქ ხვიჩას ჩრდილში მოუწევს ….
აუეეე
29 იანვარი 2023 14:54
1
ეს იმიტომ რომ ხვიჩა "დიდი" ქვეყნის შვილი არ არის? მიდი ხვიჩა
გიორგი
29 იანვარი 2023 08:58
1
მოურინიო მართალი ხარ სკუდეტო ნაპოლისა იქნება ამაზე გეთანხმები, უფრო მეტიც სეზონის დასაწყისშივე ვთქვი როგორც კი ნაპოლის სამიოდე თამაში ვნახე!შეგიძლია ჩემი კომენტარები ნახო, რაც შეეხება სერია "ა" ს დღეს ნახავ საუკეთესო ფეხბურთელს ოღონდ მისი სახელი ხვიჩაა! და ცოტა მოთმინებასაც თუ გამოიჩენ ლიგაზეც დატკბებით ნაპოლისა და ხვიჩას თამაშებით რომლებიც სულაც არ აპირებენ სკუდეტოზე გაჩერებას,სერია" ა" ს შემდეგ მეორე სერია იწყება და მას "სერია "ლ" ჰქვია!!!
ზაზა
29 იანვარი 2023 08:13
0
ჩვეულებრივი ბოღმის ბუკეტი შამანია რა
გიორგი
29 იანვარი 2023 07:51
0
ნუ ეხლა ამ კაცისგან საერთოდ არაფერი მიკვირს. ამაზე დიდი ბოღმა პიროვნება, საფეხბურთო კიარა, მთლიანად სპორტულ სამყაროში არ მეგულება.
ქობულეთიდან
29 იანვარი 2023 04:26
4
ხვიჩას, აუფრიალეს წითელი ფერი. უნდა დაგლიჯოს ხვიჩამ და ამით ყველას დაუმტკიცოს, რომ მისი სადარი არავინაა იტალიის ჩემპიონატში.
მიდი ხვიჩა, ჩვენი იმედი ხარ!
ღმერთი გფარავდეს, ამინ!
პავლე
29 იანვარი 2023 04:18
0
+
100%
29 იანვარი 2023 09:31
0
სად ჩვენი ხვიჩა, სად დიბალა!
კაპიტან გარდენბურგი
29 იანვარი 2023 03:11
0
დიბალა ობიექტურად ძაან მაგარია, მაგრამ ეხლა მოუს თავისი ბიჭის ქებაში ზედმეტი მოსდის, პრინციპში თავისას შეაქებს აბა რას იზამს :DDD
goga
29 იანვარი 2023 02:41
1
+
100%
29 იანვარი 2023 09:31
0
ნუ ძიბალა Dონეა. ნუ
Doneebi
29 იანვარი 2023 02:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული