"მილანის" კრიზისი გრძელდება - "როსონერიმ" "სასუოლოსთან" 2:5 წააგო და "ნაპოლის" 15 ქულით წინ გასვლის შანსი აქვს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "მილანმა" "სასუოლოს" უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა. 

"როსონერიმ" შიდა ჩემპიონატში ბოლო ოთხი შეხვედრა ვერ მოიგო, ბოლო ორი კი სულაც წააგო. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტოპ ჩემპიონატებიდან ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ლომბარდიელებს" აქვთ გაშვებული.

"მილანის" მორიგი მარცხით სარგებლობის მშვენიერი შანსი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის". "პარტნეოპეი" ამ წუთისთვის მე-3 ადგილზე მყოფ "როსონერის" 12 ქულით უსწრებს, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს გვიან ღამით "რომას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მილანის ფანებო გამოდით დაგთვალოთ :დ
ფორცა მილიანი
21:53 29-01-2023
3
საქმეში ტოტალიზატორი ჩაერთო და შეიძლება ფიშტოც გავარდეს DDD და ისე სერიოზულად რომნ ითქვას იმდენი სკანდალები დაგროვდება მეშინია სულ არ გააუქმონ ჩემპიონატის შედეგები და ნაპოლის ჩემპიონობაც გაუქმდება !
zura222
20:29 29-01-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული