Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლი" გუნდის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ ხელშეკრულებას გაუგრძელებს.
გამოცემის მტკიცებით, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად, სპალეტის სეზონური გასამრჯელო 2.7 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ამას გარდა, ნეაპოლური კლუბი მომავალში მასთან ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას განიხილავს.