"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, ნეაპოლში ძალიან პოპულარულია.
ბავშვებს ნიგერიელი იმდენად მოსწონთ, რომ კარნავალებზე მისი გამოსახულებით გამოდიან, ხოლო ადგილობრივმა კონდიტერებმა შოკოლადის ორიგინალური ტორტი დაამზადეს, რომელიც ფეხბურთელის ვარცხნილობით, ნიღბით, გვარით და სათამაშო ნომრითაა გაწყობილ-დამშვენებული.
კონდიტერების მარკეტინგულმა გათვლამ გაამართლა და ქალაქში "ოსიმენზე" დიდი მოთხოვნაა.
წარმოიდგინეთ ჩვენს ქალაქებში ისეთი პოპულარული რომ იყოს შიდა ჩემპიონატი და ჩვენივე ქალაქის გუნდები, ფეხბურთელები ისე რომ გვიყვარდეს, მათი გამოსახულების ნებისმიერი სუვენირი, ტორტი თუ გასაღებზე საკიდები არანორმალურად იყიდებოდეს, ყველას უნდოდეს, ყველა მათი მაისურებით დადიოდეს.
ფინანსურადაც გააძლიერებდა ჩვენს ქალაქებს და ემოციურადაც.რა გვიშლის ამაში ხელს?
ლიგაზე რომ ვერ გავდივართ?
ვერ ხვდებოდა ლიგაზე ნაპოლიც მაგრამ სხვა გუნდების მაისურებით არ დარბოდნენ.
გუშინ ეროვნულ ლიგაში უმაგრესი მაკრატელა გოლი გავიდა, ვინმემ ახსენა საერთოდ?
სხვა ჩემპიონატში რომ გასულიყო, ყველა მსოფლიო სპორტულ გვერდებზე იქნებოდა და აჭრელდებოდა პრესაც.
ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენი თავის მტრები ვიყოთ ან ჩვენი თავი გავაცოცხლოდ თვითონვე.
მაგრამ ეს იძულებით ვერ მოხდება...